VI კლასის სილაბუსი
მათემატიკაში
საგნის შესახებ:
მათემატიკა
ხელს უწყობს ბავშვის გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას.აღსანიშნავია მათემატიკის
განსაკუთრებული როლი ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში.ამ საგნის სწავლება
VI კლასში წარმოადგენს დაწყებითი საფეხურის ბოლო წელს,ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
მოხდეს თავმოყრა და განმტკიცება იმ უნარებისა რომელიც განუვითარა მათემატიკის სწავლების
პირველმა ხუთმა წელმა:არითმეტიკული მოქმედებების შესრულება,არითმეტიკული მოქმედებების
სიტყვიერი აღწერა(მაგ:,,ჯერ“ ,,,ით“),რიცხვების ჩაწერა და დასახელებები.გეომეტრიული
ფიგურების ამოცნობა დამათი აღწერა.ფიგურების კონსტრუირება,ფიგურების ურთიერთგანლაგების
აღწერა,მანძილის გაზომვისა და განსაზღვრის ხერხები/ საშუალებების ცოდნა და გამოყენება,მარტივი
კანონზომიერების ამოცნობა და გავრცობა(მაგ:საგანთა მიმდევრობები,რიცხვების პერიოდული
მიმდევრობები,ფიგურების მიზაიკური განლაგება); მიმართულების,გადაადგილების და მარშუტის
სიტყვიერი აღწერა და სქემატური გამოსახვა.ტერმინების;,,ყველა“,,,ყოველი“, ,,თითოეული“,
ზოგიერთი“, ,,ერთ-ერთი“, ,,არცერთი“, ,,ართადერთი“ გამოყენება რიცხვების თვისებების
ან რიცხვთა ერთობლიობებს შორის მიმართებების დადგენისას.მონაცემთა დალაგება,დაჯგუფება
და კლასიფიკაცია მითითებული კრიტერიუმების მიხედვით.საზომი ერთეულების(მანძილის,დროის,ფულის
ერთეულის) და მათ შორის მიმართებების ცოდნე და გამოყენება.
1. 1. მასწავლებლის სახელი,გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია
თამილა
ბატიაშვილი ტელ:577-677-840
2.სასწავლო
საგნის სახელწოდება
მათემატიკა
3.სწავლების
კლასი
VI
4.სასწავლო საგნის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა
2014-2015 სასწ.წელი
144 საათი
5.სასწავლო
საგნის სტატუსი მოცემულ კლასში
ესგ-ით გათვალისწინებული
სავალდებულო საგანი
6.სასწავლო
საგნის მიზანი
·
აზროვნების
უნარის განვითარება.
·
დედუქციური
და ინდუქციური მსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთების,მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის
უნარის განვითარება.
·
მათმატიკის,როგორც
სამყაროს აღწერისა და მეცნიერების უნივერსალური ენის ათვისება.
·
მათემატიკის,როგორც
ზოგადსაკაცობრიო კულტურის შემადგენელი ნაწილის გაცნობიერება.
·
სწავლის
შემდგომი ეტაპისთვის ან პროფესიული საქმიანობისთვის მომზადება.
·
ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო
ცოდნის გადაცემა
და ამ
ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება
7.სასწავლო საგნის ამოცანები (საწავლების ამ საფეხურზე ჩვენი მიზანია)
რიცხვები და მოქმედებები:
ამ საფეხურზე, უნდა მოხდეს არითმეტიკული
მოქმედებების და მათი ადეკვატურად გამოყენების უნარის ჩამოყალიბება,არითმეტიკული მოქმედებების
თვისებებისა და მათ შორის კავშირის გააზრება.არითმეტიკული მოქმედებების შედეგისა და
რიცხვითიგამოსახულების მნიშვნელობის შეფასების უნარის განვითარება.
გარდა ამისა,მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბდეს
ათობოთი პოზიციური სისტემის სრულყოფილი გაგება და მრავალნიშნა რიცხვებზე მოქმედებების
შესრულებისას მისი გამოყენების უნარი.წილადის სხვადასხვა ასპექტის( როგორც მთელის ნაწილი,
ერთობლიობის ნაწილი,მდებარეობა რიცხვით ღერძზე და გაყოფის შედეგი) გააზრება.
კანონზომიერებები და ალგებრა:
ამ საფეხურზე, მიმართულების მიზანია
მარტივი კანონზომიერებებისა და სიდიდეებს შორის დამოკიდებულების ამოცნობის უნარის განვითარება.არითმეტიკული
ოპერაციების თვისებების და ასოითი აღნიშვნების გამოყენების შესწავლა.
გეომეტრია და სივრცის აღქმა:
ამ საფეხურზე, მიმართულების ძირითადი
მიზანია გეომეტრიული ობიექტების ურთიერთგანლაგების აღწერისა და დემონსტრირების უნარის
განვითარება,გეომეტრიული ობიექტთა კომპონენტების ამოცნობისა და მათი ურთიერთმიმართებების აღწერის უნარის განვითარება. ატრიბუტების მიხედვით ფიგურათა დაჯგუფების, სიტყვიერი აღწერილობის მიხედვით ფიგურის ამოცნობისა და მისი მოდელის შექმნის უნარის განვითარება.
მონაცემთა ანალიზი,ალბათობა და სტატისტიკა.
ამ საფეხურზე მიმართულების სწავლების მიზანია მოსწავლეები გაეცნონ აღწერითი სტატისტიკის ელემენტების-თვისობრივ და დისკრეტულრაოდენობრივ მონაცემთა შეგროვების,მოწესრიგების, წარმოდგენისა და ინტერპრეტაციის საშუალებებს.
8.შინაარსისა და მიზნების კალენდარული გეგმა
თემების ჩამონათვალი
|
მიზანი
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები ესგ-ს შესაბამისად
|
სავარაუდო სასწავლო დრო
|
სავარაუდო სასწავლო თვე
|
ნატურალური რიცხვების
ჩაწერა და შედარება
|
ნატურალური რიცხვების
ჩაწერისა და შედარების დამოყენების უნარის შემდგომი განვითარება
|
მათ.VI.1
|
|
|
ათწილადები,შედარება,დალაგება,დამრგვალება,ათწილადების
ზოგიერთი გამოყენება
|
ათწილადის გამოსახვასხვადასხვა
სახით,ათწილადების წაკითხვის,ჩაწერის, შედარებისა და დამრგვალების უნარების განვითარება.
|
მათ.VI.1
მათ.VI.2
მათ.VI.3
|
|
|
მოქმედებები ათწილადებზე
|
ათწილადებზე არითმეტიკული
მოქმედებების უნარის განვითარება
|
მათ.VI.2
|
|
|
რიცხვითი გამოსახულების
მნიშვნელობის პოვნა
|
რიცხვებზე მოქმედებების
თვისებების გამოყენება,რიცხვითი გამოსახულებების მნიშვნელობის პოვნა.გამოთვლებზე
ამოცანის ამოხსნისას არიტმეტიკულ მოქმედებათაშედეგების შეფასებისა და ზუსტი მნიშვნელობის
პოვნას შორის უფრო მიზანშეწონილის შერჩევის უნარის განვითარება.
|
მათ.VI.2
მათ.VI.4
|
|
|
ასოითი გამოსახულება.გამარტივება,განტოლება
და უტოლობა, მათი გამოყენება.
|
ასოით გამოსახულების
გამარტივებისა და ასოების მოცემული მნიშვნელობებისთვის მისი მნიშვნელობის პოვნის
ჩვევების დაუფლება.ათწილადების შემცველი განტოლებებისა და უტოლობების გამოყენების
ამოცანების ამოხსნა
|
მათ.VI.6
|
|
|
წილადის სხვადასხვა
ასპექტის წარმოჩენა,ერთნაირმნიშვნელიანი წილადების შედარება ,შეკრება.წილადების ძირითადი
თვისება
|
წილადის გამოსახულებაში
მთელი და წილადი ნაწილების მითითების უნარის განვითარება,წილადებზე არითმეტიკული
მოქმედებების შესწავლის დაწყება.
|
მათ.VI.1
მათ.VI.2
|
|
|
წილადების შეკვეცა,წილადის
ჩაწერა ათწილადის სახით,წილადების შეკრება და გამოკლება.
|
წილადის ძირითადი თვისების
გამოყენება წილადების შეკრებისა და გამოკლების ოპერაციების ჩასატარებისას.რაციონალური
რიცხვების ექვივალენტური ფორმებით ჩაწერის ჩვევების დაუფლება.
|
მათ.VI.2
|
|
|
წილადების გამრავლება
და გაყოფა.რიცხვის ნაწილის პოვნა.
|
მოცემული რიცხვის ნაწილის
პოვნისა და მისი შებრუნებული ამოცანის ამიხსნის ჩვევების დაუფლება. წილადებზე მოქმედებეთა
შედეგების შეფასება.
|
მათ.VI.2
|
|
|
წილადებისა
და ათწილადების ზოგიერთი გამოყენება.რიცხვითი და ასოითი გამოსახულებების შედგენა
და გამარტივება.
|
ზომის სახვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირებული
ამოცანების ამოხსნისას წილადებისა და ათწილადების
გამოყენების ჩვევების დაუფლება.კომუტაციურობის,ასოციაციურობისა და დისტრიბუციულობის
თვისებების გამოყენება.
|
მათ.VI.3
მათ.VI.6
|
|
|
გეომეტრიული ფიგურები:წრეწირი,წრე.წრეწირების
ურთიერთგანლაგება
|
სიბრტყეზე წრეწირების
ურთიერთგანლაგების შემთხვევების განხილვა.
|
მათ.VI.9
|
|
|
გეომეტრიული გარდაქმნები;ღერძული
სიმეტრია,პარალელური გადატანა.
|
მოცემული ბრტყელი ფიგურის
პარალელური გადატანის განხორციელების უნარი,მოცემული ბრტყელი ფიგურის სიმეტრიული
ფიგურის აგება,ფიგურის სიმეტრიის ღერძების პოვნა.გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენება.
|
მათ.VI.8
მათ.VI.9
|
|
|
ფიგურის ფართობი.მართკუთხედის
ფართობის გამოთვლა
|
ბრტყელი ფიგურის ფართობის
შეფასება. მართკუთხა ობიექტის ფართობის გამოთვლა.ფართობის ადიციურობის გააზრება და
გამოყენება
|
მათ.VI.10
|
|
|
სივრცული ფიგურები
|
სივრცული ფიგურების ერთმანათისგან სხვადასხვა ატრიბუტის
მიხედვით გარჩევის უნარი, სივრცული ფიგურათა შლილების დამზადების უნარი. ეილერის
მახასიათებლის გამოთვლა და გამოყენება.
|
მათ.VI.7
მათ.VI.9
|
|
|
სიდიდეებს შორის დამოკიდებულებები
|
სიდიდეებს შორის დამოკიდებულებების გამოსახვის, განვრცობისა
და აღწერის უნარის განვითარება
|
მათ.VI.5
|
|
|
მონაცემთა შეგროვება,მოხერხებული წარმოდგენის მაგალითების
განხილვა.წრიული და სვეტოვანი დიაგრამები
|
დასმული ამოცანის შესაბამისად საჭირო მონაცემების
შეგროვებისა და წარმოდგენის ჩვევების განვითარება
|
მათ.VI.11
მათ.VI.12
|
|
|
მონაცემთა რიცხვითი მახასიათებლები
|
მონაცემთა საშუალო,უდიდესი
და უმცირესი მნიშვნელობები,მათი გამოყენებით მონაცემთაერთობლიობების დახასიათება.მონაცემთა
ერთობლიობაში კანონზომიერებების აღმოჩენა და მათზე მსჯელობის უნარის განვითარება.
|
მათ.VI.13
|
|
|
საკონტროლო წერა #1
|
ცოდნის შემოწმება
|
|
|
სექტემბერი
|
საკონტროლო წერა #2
|
|
|
|
ოქტომბერი
|
საკონტროლო წერა #3
|
|
|
|
ნოემბერი
|
საკონტროლო წერა #4
|
|
|
|
დეკემბერი
|
საკონტროლო წერა
#5
|
|
|
|
იანვარი
|
საკონტროლოწერა #6
|
|
|
|
თებარვალი
|
საკონტროლო წერა #7
|
|
|
|
მარტი
|
საკონტროლო წერა #8
|
|
|
|
აპრილი
|
საკონტროლო წერა #9
|
|
|
|
მაისი
|
საკონტროლო წერა #10
|
|
|
|
ივნისი
|
გამეორება
9.სასწავლო
საგნის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები
·
მსჯელობა-დასაბუთება
·
კომუნიკაცია
პ პრობლემის გადაჭრა
·
გამოყენება მოდელირება
1 10.
კურსის ორგანიზაცია
1.საკლასო
მენეჯმენტის ხერხები
·
ჯგუფური
მუშაობა
·
ინდივიდუალური
მუშაობა
·
წყვილებში
·
მთელ კლასთან
2.მეცადინეობის ფორმები
·
პრაქტიკული
·
კითხვა-პასუხი
·
შემაჯამებელი
·
მინი
ლექცია
·
დისკუსია
11.სასწავლო კურსის შეფასება
შეფასების საშუალებები:
განმავითარებელი___თვით/
ურთიერთშეფასების რუბრიკა;სიტყვიერი (წერილობითი) კომენტარი;უნარის განვითარების დონის
აღწერა
განმსაზღვრელი___
ქულა
სემესტრის
მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:
v საშინაო დავალება
v საკლასო დავალება
v შემაჯამებელი
·
შეფასების
სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს
·
საშინაო
და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი,ასევა განმავითარებელი
შეფასება
·
შემაჯამებელი
დავალების კომპონენტში გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასება
·
პირველ
სამასტრში შემაჯამებელი სამუშაოების მინიმალურირაოდენობაა-4,მეორე სემესტრში-6.სულ-10.
12.რესურსები:
§ VI კლ.მოსწავლის წიგნი გ.გოგიშვილი,თ.ვეფხვაძე.ი.მებონია და ლ.ქურჩიშვილის ავტორობით.
§ VI კლ.მასწავლებლის წიგნი
§ დამხმარე ლიტერატურა,,ნურკი,ტელგმაა“,,,ზოგადი უნარები“
მაჭარაშვილი
§ სივრცითი სხეულები,თვალსაჩინოება-პლაკატები
პ კომპიუტერი,ინტერნეტი
ცარცი,დაფა,ფორმატის ქაღალდები,ფერადი მარკერები
13. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები
რიცხვები და მოქმედებები
|
კანონზომიერებები და ალგებრა
|
გეომეტრია და სივრცის აღქმა
|
მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა
|
მათ.VI.1.გამოსახავს,ადარებს ალაგებს არაუარყოფით
რაციონალურრიცხვებს პოზიციური სისტემის გამოყენებით.
მათ.VI.2ასრულებს
არითმეტიკულ მოქმედებებს არაუარყოფით რაციონალურ რიცხვებზე და აფასებს მოქმედებათა
შედეგს.
|
მათ.VI.5.გამოსახავს,განავრცობს
და აღწერს სიდიდეებს შორის დამოკიდებულებას.
|
მათ.VI.7. ამოიცნობს სივრცულ ფიგურებს, აღწერს და გამოსახავს
მათ სახვადასხვა ხერხით
მათ.VI.8. ახდენს გეომეტრიული გარდაქმნების
დემონსტრირებას.
|
მათ.VI.11. მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო
თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს.
მათ.VI.12. აწესრიგებს და წარმოადგენს ატვისობრივ და რაოდენობრივ
მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
|
მათ.VI.3.
იყენებს და ერთანეთთან აკავშირებს ზომის სხვადასხვა ერთეულებს
მათ.VI.4წყვეტს
პრობლემებს გამოთვლების/ვარიანტების თვლის და მიმართებების გამოყენებით.
|
მათ.VI.6
პრობლემის გადასაჭრელად ადგენს ,ამარტივებს და იყენებს ალგებრულ გამოსახულებას.
|
მათ.VI.9ადგენს ფიგურებსა და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებებს.
მათ.VI.10. ითვლის ბრტყელი ფიგურის ფართობს და იყენებს მას
პრობლემის გადაჭრისას.
|
მათ.VI.13. აკეთებს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაციასა
და ელემენტარულ ანალიზს.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий