გაკვეთილის გეგმა
კომენტარი /შენიშვნა
|
||
თარიღი:
|
15.03.16
|
|
მასწავლებელი:
|
თამილა ბატიაშვილი
|
|
საგანი:
|
მათემატიკა
|
|
კლასი:
|
V კლასი.21
მოსწავლე
|
|
დრო:
|
90 წუთი ( 2
გაკვეთილი)
|
|
თემა:
|
შერეული რიცხვების შეკრება
|
|
მიზანი:
|
მოსწავლეებმა
შეძლონ სათანადო შემთხვევებში პრაქტიკული ამოცანის ამოხსნის პროცესის დაკავშირება
შერეული რიცხვების შეკრებასთან.ასევე გაიწაფონ შერეული რიცხვების შეკრებაში,შეკრების
პროცესში და შედეგის გამარტივებისას გამოიყენოს წილადის თვისებები:გაერთმნიშვნელიანება,შეკვეცა.შეძლონ
შერეული რიცხვების შეკრება წილადი ფილების ან პლაკატების საშუალებით.
|
|
დამოკიდებულება
(აქტუალობა):
|
მოსწავლეებს აღეძვრებათ მოტივაცია შერეული რიცხვების შეკრების უკეთ შესწავლისთვის.გაიაზრებენ,რომ მისი ცოდნა
აუცილებელია,რადგან საჭიროა რეალურ ცხოვრებაში.
|
|
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტი:
|
მათ. V.3. მოსწავლეს შეუძლია ნატურალურ რიცხვებზე და
ტოლმნიშვნელიან წილადებზე მოქმედებების შესრულება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
· იყენებს
მოქმედებათა თვისებებს და მათ შორის კავშირებს შერეულ რიცხვებზე გამოთვლების შესრულებისას/მათ
გასამარტივებლად (შერეული რიცხვების შეკრება/გამოკლება;
წილადის ნატურალურ რიცხვზე გამრავლება).
|
|
საჭირო
წინარე ცოდნა:
|
·
შერეული რიცხვები და
წილადები
·
წილადის გამარტივება,წილადების
ტოლობა.
·
ტოლმნიშვნელიანი და
სხვადასხვა მნიშვნელიანი წილადების შეკრება.
|
|
მოსწავლეთა
დაჯგუფების ფორმები:
|
მთელი კლასი,ჰეტეროგენული ჯგუფები,ინდივიდუალური.
|
|
სასწავლო
მასალა:
|
წიგნი,რვეული,კალამი,ცარცი,თეთრი ქაღალდები.დაფა,ბარათები,პლაკატები,წილადი
ფილები.
|
|
აქტივობის
ეტაპები:
|
I ფაზა ( წინასწარ)
აქტივობა 1.
საშინაო დავალების ერთობლივი შემოწმება.განხილვა ხდება
ერთობლივად,მოსწავლეები რიგ-რიგობით კითხულობენ დავალებას. (5 წთ.)
აქტივობა 2.
თემისა და
მიზნების გაცნობა.წინარე ცოდნის გააქტიურება.
(3 წთ)
II ფაზა( განმავლობაში)
აქტივობა 3.
ჯგუფებად დაყოფა და დავალებების მიცემა .მასწავლებელი
აძლევს მკაფიო ინსტრუქციებს მიცემულ დავალებებთან დაკავშირებით. (4 წთ)
აქტივობა
4.
ბარათების
დარიგების შემდეგ მოსწავლეები იწყებენ ამოცანების ამოხსნას.მასწავლებელი დადის
ჯგუფებში,აკვირდება მოსწავლეების მუშაობას და აკეთებს ჩანაწერებს. აძლევს განმავითარებელ
შეფასებას.საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მათ, ანუ მასწავლებელი არის ფასილიტატორი.
(8 წთ.)
აქტივობა
5.
დავალების დასრულების შემდეგ ყველა ჯგუფი აკეთებს
პრეზენტაციას და აყალიბებენ შერეული რიცხვების შეკრების წესს.,ანუ თვითონ აღმოაჩენენ მიღებულ წესს. (8
წთ)
III ფაზა(შემდგომ)
აქტივობა
6.
ახალი მასალის დაკავშირება საყოფაცხოვრებო სიტუაციასთან
ტექსტური ამოცანის ამოხსნით.(3 წთ)
აქტივობა
7.
ამოცანების ამოხსნა და განხილვა,სადაც მოსწავლეები
ხმამაღლა მსჯელობენ და ყველა ნაბიჯს ხმამაღლა ამბობენ. # 1,2 ,3,5,13,16. (10 წთ)
აქტივობა
8.
მოსწავლეების შეფასება -განმავითარებელი და განმაზღვრელი
.დავალებებით,შეკითხვების დასმით,ჯგუფური მუშაობა. საშინაო დავალების მიცემა .#
1,2,3,4,5,8,10,12. (4 წთ).
|
ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
კრიტერიუმი
|
ძალიან კარგი 10
|
კარგი
9-8
|
საშუალო 7-6
|
დაბალი 5-1
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება.
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა.
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა.
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება.
|
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო,ჯგუფის წევრებს შორის
ფუნქციები სწორად გადანაწილდა
|
სამუშაო ორგანიზებული იყო,მაგრამ ჯგუფებს წევრებს
შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა.
|
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს
შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა.
|
სამუშაო არ იყო ორგანიზებული.ჯგუფის წევრებს შორის
ფუნქციები არ გადანაწილებულა
|
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი.
|
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების
უნარი.
|
საკმარისად გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი.
|
ნაწილობრივ გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი.
|
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი.
|
დროის ლიმიტი
|
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
|
საკმარისად
იცავენ დროის ლიმიტს
|
უჭირთ დროის
ლიმიტის დაცვა
|
ვერ იცავენ
დროის ლიმიტს
|
თანამშრომლობა
|
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი,ჯგუფის
წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები.
|
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო
ნაყოფიერი,ჯგუფის წევრებს შორის იყო ძირითადად პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები.
|
მხოლოდ ერთი ორი
მოსწავლე აქტიურობდა .
ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
|
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ.ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნებოდა
თანამშრომლობითი გარემო.
|
გაკვეთილის გეგმა
|
კომენტარი /შენიშვნა
|
|
თარიღი:
|
17.02.16
|
|
მასწავლებელი:
|
თამილა ბატიაშვილი
|
|
საგანი:
|
მათემატიკა
|
|
კლასი:
|
V კლასი.21
მოსწავლე
|
|
დრო:
|
45 წუთი
( 1 გაკვეთილი)
|
|
თემა:
|
წილადების შეკრება
|
|
მიზანი:
|
მოსწავლეებმა
შეძლონ ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრების პროცესის აღწერა,დემონსტრირება სურათებით,წილადი
ფილებით.გაიწაფონ ამ მოქმედებების შესრულებაში,გამოიყენონ წილადების შეკრება პრაქტიკული
ამოცანის ამოხსნისას.
|
|
დამოკიდებულება
(აქტუალობა):
|
მოსწავლეებს აღეძვრებათ მოტივაცია წილადების შეკრების უკეთ შესწავლისთვის.გაიაზრებენ,რომ მისი ცოდნა
აუცილებელია,რადგან საჭიროა რეალურ ცხოვრებაში.
|
|
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტი:
|
მათ. V.3. მოსწავლეს შეუძლია ნატურალურ რიცხვებზე და
ტოლმნიშვნელიან წილადებზე მოქმედებების შესრულება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
· ახდენს
ერთნაირი მნიშვნელის მქონე მარტივ წილადებზე არითმეტიკული მოქმედებების დემონსტრირებას
და მოქმედებათა შედეგის ინტერპრეტაციას მოდელის გამოყენებით (მაგალითად, ნამცხვრის ნაჭრები);
|
|
საჭირო
წინარე ცოდნა:
|
·
წილადი-მთელის ნაწილი
·
წილადი ,როგორც ერთობლიობის
ნაწილი.
·
ტოლმნიშვნელიანი წილადები.
·
წილადების გამარტივება.
|
|
მოსწავლეთა
დაჯგუფების ფორმები:
|
მთელი კლასი,ჰეტეროგენული ჯგუფები,ინდივიდუალური.
|
|
სასწავლო
მასალა:
|
წიგნი,რვეული,კალამი,ცარცი,თეთრი ქაღალდები.დაფა,ბარათები,პლაკატები,წილადი
ფილები.
|
|
აქტივობის
ეტაპები:
|
I ფაზა ( წინასწარ)
აქტივობა 1.
საშინაო დავალების ერთობლივი შემოწმება.განხილვა ხდება
ერთობლივად,მოსწავლეები რიგ-რიგობით კითხულობენ დავალებას. (5 წთ.)
აქტივობა 2.
თემისა და
მიზნების გაცნობა.წინარე ცოდნის გააქტიურება.
(3 წთ)
II ფაზა( განმავლობაში)
აქტივობა 3.
ჯგუფებად დაყოფა და დავალებების მიცემა .მასწავლებელი
აძლევს მკაფიო ინსტრუქციებს მიცემულ დავალებებთან დაკავშირებით. (4 წთ)
აქტივობა
4.
ბარათების
დარიგების შემდეგ მოსწავლეები იწყებენ ამოცანების ამოხსნას.მასწავლებელი დადის
ჯგუფებში,აკვირდება მოსწავლეების მუშაობას, აძლევს განმავითარებელ შეფასებას.საჭიროების
შემთხვევაშიეხმარება მათ, ანუ მასწავლებელი არის ფასილიტატორი. (8 წთ.)
აქტივობა
5.
დავალების დასრულების შემდეგ ყველა ჯგუფი აკეთებს
პრეზენტაციას და აყალიბებენ შედარების წესს.,ანუ თვითონ აღმოაჩენენ მირებულ წესს.
(8 წთ)
III ფაზა(შემდგომ)
აქტივობა
6.
ახალი მასალის დაკავშირება საყოფაცხოვრებო სიტუაციასთან
ტექსტური ამოცანის ამოხსნით.(3 წთ)
აქტივობა
7.
ამოცანების ამოხსნა და განხილვა,სადაც მოსწავლეები
ხმამაღლა მსჯელობენ და ყველა ნაბიჯს ხმამაღლა ამბობენ. # 1,2
,9,11,12,13,14. (10 წთ)
აქტივობა
8.
მოსწავლეების შეფასება -განმავითარებელი და განმაზღვრელი
.დავალებებით,შეკითხვების დასმით,პრეზენტაციით,ჯგუფური მუშაობა. საშინაო დავალების მიცემა .#
1,2,3,11,12,13. ნურკი ტელგმაა # 810 -ის 1)2)3)4) (4 წთ).
|
|
ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
კრიტერიუმი
|
ძალიან კარგი 10
|
კარგი
9-8
|
საშუალო 7-6
|
დაბალი 5-1
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება.
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა.
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა.
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება.
|
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო,ჯგუფის წევრებს შორის
ფუნქციები სწორად გადანაწილდა
|
სამუშაო ორგანიზებული იყო,მაგრამ ჯგუფებს წევრებს
შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა.
|
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს
შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა.
|
სამუშაო არ იყო ორგანიზებული.ჯგუფის წევრებს შორის
ფუნქციები არ გადანაწილებულა
|
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი.
|
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების
უნარი.
|
საკმარისად გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი.
|
ნაწილობრივ გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი.
|
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი.
|
დროის ლიმიტი
|
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
|
საკმარისად
იცავენ დროის ლიმიტს
|
უჭირთ დროის
ლიმიტის დაცვა
|
ვერ იცავენ
დროის ლიმიტს
|
თანამშრომლობა
|
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი,ჯგუფის
წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები.
|
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო
ნაყოფიერი,ჯგუფის წევრებს შორის იყო ძირითადად პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები.
|
მხოლოდ ერთი ორი
მოსწავლე აქტიურობდა .
ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
|
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ.ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნებოდა
თანამშრომლობითი გარემო.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий